Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უორენ ბაფეტი: მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დასრულდა


უორენ ბაფეტმა, ინვესტორმა და მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ფინანსური პანიკა, რომელმაც გასულ წელს მთელი მსოფლიო მოიცვა, დასრულებულია. 79 წლის ბიზნესმენმა დაამატა, რომ ამერიკული ეკონომიკა ჯერ კიდევ განიცდის პრობლემებს, მაგრამ, ამის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში ინვესტირება კვლავინდებურად მომგებიანია. უორენ ბაფეტი კოლუმბიის უნივერსიტეტში თავის მეგობართან, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთან, ბილ გეიტსთან ერთად მივიდა.

XS
SM
MD
LG