Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღორის გრიპი“ ქუთაისშიც დაფიქსირდა


საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევა თბილისის გარდა, ქუთაისშიც დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული მოქალაქე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ახლახან ჩამოვიდა იტალიიდან. ცენტრის ცნობით, ხუთშაბათს თბილისში გამოვლენილია გრიპის კიდევ 7 შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, სულ საქართველოში ღორის გრიპით დაავადების 59 შემთხვევაა აღრიცხული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებს, რომ დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს.
XS
SM
MD
LG