Accessibility links

logo-print

გილაურმა ევროპელ დიპლომატებს ქართული ეკონომიკის მდგომარეობა გააცნო


საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაცია ევროკავშირის ელჩებს დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააცნო. მისი განცხადებით, საინფორმაციო შინაარსის შეხვედრისას ენერგოუსაფრთხოებასა და ნაბუკოს პროექტზეც ისაუბრეს. ასევე ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე, რომლის შესახებაც, გილაურის ინფორმაციით, მოლაპარაკება უახლოეს ხანში დაიწყება. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა ევროკომისიას გადაუხადა.
XS
SM
MD
LG