Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტმა ტოკიოში ვიზიტით დაიწყო 9-დღიანი ტურნე აზიაში


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტოკიოში ვიზიტით დაიწყო 9-დღიანი ტურნე აზიაში. დღეს ის იაპონიის პრემიერ-მინისტრ იუკიო ჰატოიამასთან შეხვედრაზე განიხილავს უშიშროების სფეროში ურთიერთობის და კლიმატური ცვლილებების საკითხებს, მხარეები იმსჯელებენ ჩინეთის ეკონომიკურ აღმავლობაზეც. შაბათს ობამა ტოკიოში გამოვა მოხსენებით აზიასთან აშშ-ის ურთიერთობაზე, ვიდრე სინგაპურში გაემგზავრებოდეს რეგიონის ლიდერების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შემდეგ ობამა ჩინეთსა და სამხრეთ კორეას ეწვევა. საქმე ეხება პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველ ტურნეს აზიაში.
XS
SM
MD
LG