Accessibility links

ევროკავშირში რეცესია დასრულდა


ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი რეცესია დღეს ოფიციალურად დასრულდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირში ისევ დაიწყო ეკონომიკური ზრდა 15-თვიანი დაღმასვლის შემდეგ. წლის მესამე კვარტლის ოფიციალური, დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლებით, ევროკავშირის 16 წევრს, რომლებიც ფულად ერთეულად "ევროთი" სარგებლობენ, 0,4 პროცენტის ზრდა აღენიშნათ. 27-წევრიანი ბლოკის ზოგადი მაჩვენებელი კი 0,2 პროცენტს შეადგენს. ამასთან, რეცესია არ დაუძლევია ევროკავშირის ყველა ქვეყანას: ესპანეთში მესამე კვარტალშიც ეკონომიკური დაღმასვლა დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG