Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარმა გაეროსა და ევროსაბჭოს კომისრებს მიმართა


„ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გაეროსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრებს და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელს ოთხი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. სოზარ სუბარის მიმართვაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანთა მიმართ დარღვეულია საერთაშორისოდ აღიარებული და ბავშვთა კონვენციით გათვალსიწინებული მოთხოვნები. საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი გაეროსა და ევროსაბჭოს კომისრებს სთხოვს, გამოიყენონ საერთაშორისო ავტორიტეტი და ცხინვალის ხელისუფლებას მოუწოდონ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მოზარდები.
XS
SM
MD
LG