Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღაფშმა და ლუჟკოვმა რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს


ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ხელმძღვანელობით დღეს მოსკოვიდან დელეგაცია ჩავიდა. სააგენტო აფსნის ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტში რუსეთის დელეგაციას სერგეი ბაღაფში დახვდა. მოგვიანებით დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი იური ლუჟკოვს პირისპირ შეხვდა და ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას. მათ შორის - სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG