Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი: მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია


საქართველოს 4 არასრულწლოვანი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ სააგენტო „რესს“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასჯელაღსრულების სამმართველოს ექიმმა კონსტანტინ გასიევმა განუცხადა. მისივე ცნობით, მშრალი ხველება აწუხებს მხოლოდ ალეკო ცაბაძეს, რომელსაც თირკმელების ქრონიკული ანთებაც აქვს. გასიევის განცხადებით, ცაბაძე საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფილია და მისი საერთო მდგომარეობა ნორმალურია. სააგენტო „რესი“ იმასაც იუწყება, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელმა პიერ რეიჩელმა დაკავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი კონფიდენციალობის მოტივით თქვა. რეიჩელის განმარტებით, კომიტეტის წარმომადგენლები მოზარდების მონახულების შემდეგ ინფორმაციას მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას აწვდიან.
XS
SM
MD
LG