Accessibility links

logo-print

გალის რაიონის სოფელ სიდაში სამი ოჯახი დააყაჩაღეს


გუშინ გვიან ღამით, გალის რაიონის სოფელ სიდაში სამი ოჯახი დააყაჩაღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ ყოლბაიების, ჩხეტიებისა და გერგედავების ოჯახებს. თავდამსხმელებმა ოჯახის წევრებს სცემეს და წაიღეს ძვირფასეულობა და ფული. დაზარალებულები ვერ ახერხებენ სამკურნალოდ ზუგდიდში გადმოსვლას.
XS
SM
MD
LG