Accessibility links

logo-print

სამხედრო საწყობში ხანძარს რუსეთში, სულ ცოტა, ერთი ადამიანი შეეწირა. დაკარგულია 30-ზე მეტი


რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში, სამხედრო საწყობში ხანძრის შედეგად, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადგილობრივ ხელისუფლების მონაცემებით, ინციდენტის რაიონიდან 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს. ულიანოვსკში შეზღუდულია საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის მიმოსვლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, ჭურვების უტილიზაციის დროს გაჩნდა.
XS
SM
MD
LG