Accessibility links

logo-print

ვაშაძის განცხადებით, მიღწეულია ევროკავშირთან შეთანხმება სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ ვაშაძემ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქვით, მიღწეული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში. დოკუმენტის პარაფირება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ დოკუმენტის პარაფირების შემდეგ მისი ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება. ამის შემდეგ 9 თვეში კი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით შეეძლებათ სარგებლობა.
XS
SM
MD
LG