Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ტოკიოში შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტოკიოში ვიზიტით დაიწყო 9-დღიანი ტურნე აზიაში. დღეს ის იაპონიის პრემიერ-მინისტრ იუკიო ჰატოიამას შეხვდა. მოლაპარაკებაზე განიხილეს უშიშროების საკითხები, იმსჯელეს ვითარებაზე ავღანეთში, ბირთვულ გაუვრცელებლობასა და კლიმატურ ცვლილებებზე. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, ობამამ და ჰატოიამამ გამოაცხადეს, რომ ამერიკა-იაპონიის ნახევარსაუკუნოვანი ალიანსის გადასინჯვის დაწყებას აპირებენ. შაბათს ობამა ტოკიოში გამოვა მოხსენებით აზიასთან აშშ-ის ურთიერთობაზე, ვიდრე სინგაპურში გაემგზავრებოდეს რეგიონის ლიდერების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შემდეგ ობამა ჩინეთსა და სამხრეთ კორეას ეწვევა. საქმე ეხება პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველ ტურნეს აზიაში.
XS
SM
MD
LG