Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში 20 მეამბოხე მოკლეს


ჩეჩნეთის აჩხოი-მარტანის რაიონის სოფელ შალაჟიში სპეცოპერაციის დროს 20 მეამბოხე მოკლეს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, ოპერაციას სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, სამი მეამბოხის გვამი ამოცნობილია - ისინი ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშა დაჯგუფების ლიდერ დოკუ უმაროვთან დაახლოებული პირები არიან. დელიმხანოვმა ჩეჩნეთის პრომოსკოვურ პრეზიდენტ რამზან კადიროვს მოახსენა, რომ მოკლულებს შორის შესაძლოა იყოს თავად დოკუ უმაროვი. თუმცა ამ ვარაუდის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.
XS
SM
MD
LG