Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი მზად არის ტაივანთან ვაჭრობის საკითხებზე მოსალაპარაკებლად


ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს განცხადებით, პეკინს სურს, წლის ბოლომდე დაიწყოს ტაივანთან ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკება. სინგაპურში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის წლიურ სამიტზე გამოსვლისას, ჰუ ძინტაომ განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ისე, რომ ჩინეთს და ტაივანს შორის მოლაპარაკების დროს გვერდით გადაიდოს რთული საკითხები და ეკონომიკა იყოს განხილული პრიორიტეტად. ტაივანის პრეზიდენტი არ დასწრებია სამიტს, მაგრამ ტაივანის მაღალი რაგის ოფიციალური წარმომადგენელი შეხვდა ჰუ ძინტაოს სამიტის პარალელურად. 1993 წლის შემდეგ ტაივანი ვერ აგზავნის პრეზიდენტს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტებზე, ჩინეთის წინააღმდეგობის გამო. ჩინეთი ტაივანს თავის სეპარატისტულ რეგიონად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG