Accessibility links

logo-print

ავღანეთში შემოიღებენ საგანგებო სასამართლოს კორუმპირებული მინისტრების გასასამართლებლად


ავღანეთის გენერალური პროკურორის განცხადებით, შეიქმნება საგანგებო სასამართლო კორუმპირებული მინისტრების გასასამართლებლად. როგორც გენერალურმა პროკურორმა ეშაყ ალეკომ ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, მას პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაავალა „სეორიზული ზომების“ მიღება კორუფციის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ეჭვმიტანილებს შორის რამდენიმე მინისტრიც არის. ამ განცხადების ფონია მზარდი საერთაშორისო ზეწოლა კარზაიზე, კორუფციის წინააღმდეგ ზომების მიღების მოთხოვნით. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ ლონდონს არ სურს, ბრიტანელი სამხედროების სიცოცხლის გარისკვა მთავრობისთვის, რომელიც არ ებრძვის კორუფციას.
XS
SM
MD
LG