Accessibility links

logo-print

ობამას განცხადებით, ბევრი დრო აღარ რჩება დიპლომატიისთვის ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მსოფლიოს ბევრი დრო აღარ რჩება დიპლომატიისთვის, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის მოსაგვარებლად. ამ საკითხს ობამა დღეს სინგაპურში რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან მოლაპარაკების შემდეგ შეეხო. მედვედევის თქმით, რუსეთიც უკმაყოფილოა ირანთან მოლაპარაკების ტემპით და სხვა ზომებიც შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუ დისკუსია უშედეგოდ დასრულდება. მას არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს გულისხმობს. ამასობაში, ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ალაედინ ბორუჯერდიმ განაცხადა, რომ ირანი მალე თვითონვე შეძლებს მაღალგანვითარებული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის დამზადებას, თუ რუსეთი არ მიაწვდის დაპირებულ სისტემას S-300.
XS
SM
MD
LG