Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ავღანეთს 20 სატვირთო თვითმფრინავს გადასცემს


ავღანეთი აშშ-გან 20 განახლებულ სატვირთო თვითმფრინავს მიიღებს მომდევნო ორი წლის მანძილზე. ამ შინაარსის განცხადება დღეს გააკეთეს ამერიკელმა და ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა. C-27A ტიპის ორი თვითმფრინავი ავღანეთს უკვე გადაეცა. შეერთებული შტატების არმიის გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა ქაბულში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომ თვითმფრინავები ავღანეთის ჯარებს საშუალებას მისცემს, თვითონ შეასრულოს ბევრი რეისი, რომელსაც ახლა კოალიციის ჯარები ასრულებენ.
XS
SM
MD
LG