Accessibility links

logo-print

აზია-წყნარი ოკეანის სამიტი ახალი ეკონომიკური სტრატეგიის მოწოდებით გამოდის


აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერები გამოდიან მოწოდებით, შეიქმნას ეკონომიკური ინტეგრაციის ახალი მოდელი მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. სინგაპურში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დასასრულს მიღებულ განცხადებაში, სამიტის მონაწილეები გამოთქვამენ შეფასებას, რომ ბიზნესი აღარ შეიძლება ძველებურად წარიმართოს გლობალური კრიზისის დაძლევის შემდეგ. სამიტის მონაწილეები პირობას დებენ, რომ ძალაში დარჩება ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული პროგრამები ეკონომიკის გრძელვადიან სტაბილიზაციამდე. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს 20-ზე მეტი ლიდერი დაესწრო, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი.
XS
SM
MD
LG