Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ-ის ინტერესებში არ არის ავღანეთში დარჩენა


აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ არ არის დაინტერესებული ავღანეთში დარჩენით. ამასთან, ჰილარი კლინტონმა ამერიკულ ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს ავღანეთში გრძელვადიანი ინტერესები აქვს. მან მიზნად დაასახელა ალ-ყაიდის დამარცხება და ავღანელებისთვის დახმარების გაწევა, რათა მათ თვითონვე შეძლონ თავის დაცვა თალიბანისაგან. კლინტონმა გამოთქვა რწმენა, რომ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და მის მთავრობას უკეთ მუშაობა შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG