Accessibility links

აფხაზეთი რუსეთის სატელეფონო კოდზე გადავიდა


თფხაზეთში დღეიდან, 15 ნოემბრიდან რუსეთის სატელეფონო კოდებზე გადავიდნენ. რეგიონი ისარგებლებს როგორც ფიქსირებული (840), ისე ფიჭური კავშირგაბმულობის (940) სატელეფონო კოდებით. ეს ნაბიჯი მოჰყვა 2009 წლის 28 სექტემბერს რუსეთის კავშირგაბმულობის სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად. საქართველოს მხარე ამ ზომას უკანონოდ მიიჩნევს - კერძოდ, აცხადებს რომ რუსეთის გადაწყვეტილება სატელეფონო კოდის აფხაზეთისთვის მიცემის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების მიერ დადგენილ სტანდარტებთან. აფხაზეთში აქამდე მოქმედი ქართული კოდი ახალი, რუსეთის კოდის პარალელურად იარსებებს მომავალი წლის 1 იანვრამდე.
XS
SM
MD
LG