რუსეთში 13 ნოემბერს იარაღის საწყობში ხანძრის შედეგად დაზარალებულების რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მოყვანილია ულიანოვსკის ოლქის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში. უფრო ადრე ამავე წყაროს ჰქონდა გავრცელებული ინოფრმაცია, რომ დაიღუპა ორი ადამიანი (ორივე სამხედრო მოსამსახურე) და დაშავდა 44 კაცი, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ხანრძის ჩაქრობა 14 ნოემბრის საღამოს მოხერხდა.
ყველაზე პოპულარული
1