Accessibility links

ჩეხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ მე-20 წლისთავს აღნიშნავენ


ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა პრაღაში გახსნა „ხავერდოვანი რევოლუციის“ მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა სერია. არაძალადობრივი მეთოდების გამო „ხავერდოვან რევოლუციად“ წოდებულმა მოვლენებმა ბოლო მოუღო კომუნისტურ რეჟიმს მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში. შაბათს საღამოს პრაღაში გაიმართა კონცერტი ამერიკელი მომღერლების, ლუ რიდის, სიუზან ვეგასა და ჯოან ბაეზის მონაწილეობით. ღონისძიების მონაწილეებს ვიდეომიმართვები გაუგზავნეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა მიხაილ გორბაჩოვმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და როკვარსკვლავებმა მიკ ჯაგერმა და ბონომ. საზეიმო ღონისძიებები კულმინაციას მიაღწევს სამშაბათს, 17 ნოემბერს - პოლიციის მიერ პრაღაში მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის მე-20 წლისთავზე. ამ დარბევას მოჰყვა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი გამოსვლები, რამაც ბოლო მოუღო კომუნისტების მმართველობას.
XS
SM
MD
LG