Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: ავღანეთში დარჩენა აშშ-ს ინტერესებში არ შედის


აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ არ არის დაინტერესებული ავღანეთში დარჩენით და აპირებს ქვეყნის დატოვებას როგორც კი შეასრულებს რიგ ამოცანებს, მათ შორის - გაანადგურებს "ალ ყაიდის ქსელს" და უზრუნველყოფს იმას, რომ ავღანეთი აღარ იქნება უსაფრთხო ადგილი მეამბოხეებისთვის, მოამზადონ ტერაქტები. ამერიკის ტელეკომპანია "ეი-ბი-სის" ეთერში კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ს ავღანეთში გრძელვადიანი გეგმები არ აქვს. მისი თქმით, აშშ-ის ამოცანაა, დაძლიოს ავღანეთში ალ ყაიდა და დაეხმაროს ავღანელ ხალხს, თვითონ დაიცვას თავი თალიბანისგან. კლინტონმა აგრეთვე გამოთქვა რწმენა, რომ კარზაის მთავრობას უკეთესად შეუძლია მუშაობა.

XS
SM
MD
LG