Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ამომრჩეველთა აქტიურობა ნახევარზე ნაკლები იყო


კოსოვოში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა - პირველი არჩევნები ამ რეგიონის მიერ შარშან სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. 1,5 მილიონამდე ადამიანის მიეცა შესაძლებლობა, არჩევანი გაეკეთებინა მერობისა და ადგილობრივი საკრებულოების წევრების თავისთვის სასურველ კანდიდატურებზე 36 მუნიციპალიტეტში. თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლებმა მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თანახმად, ამომრჩეველთა აქტიურობა 45,36 პროცენტი იყო. მასშტაბური დარღვევები არ აღნუსხულა. არსებული ინფორმაციით, კოსოვოს სერბთა უმცირესობის მონაწილეობა დაბალი იყო, თუმცა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ბოიკოტისკენ მოწოდების მიუხედავად, სერბებმა მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში.
XS
SM
MD
LG