Accessibility links

ბარაკ ობამა ჩინელ სტუდენტებს ხვდება


აშშ პრეზიდენტი - ბარაკ ობამა ჩინეთშია. ის შანხაიში უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. კითხვა-პასუხის ნაწილში ობამამ განაცხადა, რომ არ არის ”დათქმული”, რომ აშშ და ჩინეთი მტრები არიან. მან აგრეთვე თქვა, რომ ყველა ხალხს, მათ შორის ჩინეთის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების თავისუფლების ”უნივერსალური უფლებები”. დღეს, მოგვიანებით ობამა პეკინში ჩავა და პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს შეხვდება. საუბარი შეეხება თანამშრომლობას ვაჭრობის, აგრეთვე ირანისა და ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამების, კლიმატის ცვლილების საკითხზე თანამშრომლობას. ობამა ძინტაოსთან შეხვედრისას ჩინეთში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG