Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში ჩადის


თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თინა კეიდენაუ ესტუმრა. ხვალ დაიწყება სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, მანამდე კი კეიდენაუ კონსულტაციებს მართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას, რომელიც თბილისში სამშაბათას ჩავა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მაიკლ პოზნერი უხელმძღვანელებს. საქართველოსა და აშშ-ის სამუშაო ჯგუფების კონსულტაცია ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გაიმართება.
XS
SM
MD
LG