Accessibility links

logo-print

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელიტური გადაღებები განხორციელდება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელიტური გადაღებების აუცილებლობის საკითხი მოქალაქეთა გატაცების გახშირების გამო გააქტიურდა. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო აქტიურობის მხრივ არსებული ვითარების მეთვალყურეობისთვის, ევროკავშირი თანამგზავრების გამოყენებას აპირებს, გასულ კვირაში გავრცელდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სატელიტური დაკვირვების შესახებ საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე ხნის წინ აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომელსაც წარმატება არ მოჰყოლია. კალანდაძის განმარტებით, თბილისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში სატელიტური გადაღებებით ობიექტური სურათი თავად ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიისთვის შეიქმნას. ევროკავშირის განზრახვის გამო უკმაყოფილება უკვე გამოთქვეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებმა.
XS
SM
MD
LG