Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ევროკავშირი ენერგეტიკის სფეროში წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე შეთანხმდნენ


ევროპის კავშირი და რუსეთი შეთანხმდნენ, შეიქმნას ენერგიის მიწოდების წინაწარი გაფრთხილების სისტემა, რომლის მიზანია, მომავალში თავიდან იქნეს აცილებული კრიზისი, რომელმაც წინა წლებში შეარყია მათ შორის ურთიერთობა. სისტემის თანახმად, იარსებებს მოქმედების ზუსტი წესები, როგორ უნდა გააფრხილოს ორივე მხარემ ერთმანეთი მიწოდების შეფერხების შესახებ და რა ზომებს უნდა მიმართონ მხარეებმა, რათა არ მოხდეს მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტა. შეთანხმებას ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა ანდრის პიებალკსმა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ მოსკოვში მოაწერეს ხელი .
XS
SM
MD
LG