Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პატრიარქის გარდაცვალების გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა


სერბიის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა პატრიარქ პავლეს გარდაცვალების გამო. სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური პავლე კვირას, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 20 წელიწადი, იუგოსლავიის ფედერაციის დაშლის და ბალკანეთის ომების პერიოდში მართავდა ეკლესიას. სერბიის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა რელიგიური ლიდერის გარდაცვალების გამო თქვა, რომ ეს ერისთვის „დიდი დანაკლისია“. პავლეს მემკვიდრეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღეში აირჩევენ.
XS
SM
MD
LG