Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი თბილისს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ინფორმაციას სთხოვს


ცხინვალში დაკავებული ტირძნისელი არასრულწლოვანების საქმეს კვლავ თვითაღიარებული რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა მიაწოდა. თავისუფლებასთან ინტერვიუში მან ორივე - ქართულ და ოსურ მხარეს დაკავებული ადამიანების გათავისუფლების საკითხი დააყენა. ჩოჩიევი პირველ რიგში ქართული მხარისგან უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ჟენევის დისკუსიის მერვე რაუნდის დასრულების შემდეგ ოსური საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ოსური მხარე ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას დროებით აჩერებს, თუმცა აცხადებს, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით შეხვედრებისა და მუშაობის გაგრძელება.
XS
SM
MD
LG