Accessibility links

logo-print

ცხინვალში დაკავებული ბავშვების მშობლებმა მათი წერილები მიიღეს


ცხინვალში დაკავებული ქართველი მოზარდების წერილები "წითელი ჯვრის” თანამშრომლებმა მათ მშობლებს გადასცეს.
წერილში მოზარდები წერენ, რომ თავს კარგად გრძნობენ და ახლობლები ენატრებათ. სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა და რუსმა სამხედროებმა 13 დღის წინ დააკავეს. თვითაღიარებული ცხინვალის რეჟიმი მათ ბრალად სდებს ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვას და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს მოზარდების გათავისუფლებაში მხარდაჭერასა და აქტიურ ჩარევას.
XS
SM
MD
LG