Accessibility links

logo-print

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დიდთოვლობაა


ცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური-კობის გზაზე ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო ყველა სახის ავტომანქანის მოძრაობა. მოძრაობის აღდგენა გზის გაწმენდის შედეგად მოხერხდა. ამჟამად ისევ რჩება შეზღუდვა გარკვეული სახის ტრანსპორტზე - მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსი. სინოპტიკოსთა ცნობით, ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება, 18 ნოემბრიდან კი ისევ გაუარესდება.
XS
SM
MD
LG