Accessibility links

logo-print

162-ე საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა


თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელის H1N1 ვირუსით დაინფიცირების შემდეგ მოსწავლეების მშობლებმა სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება მოითხოვეს. დაავადებათა ეროვნული ცენტრის განცხადებით, სკოლაში სწავლის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობდა, თუმცა სკოლის დირექციამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა. სავარაუდოდ, 162-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან აღდგება.
XS
SM
MD
LG