Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოქმედება დაიწყებს კორუპციასთან მებრძოლი უწყება


ავღანეთმა დღეს გამოაცხადა, რომ შექმნა „მსხვილ დანაშაულთან ბრძოლის ჯგუფი“, რომელიც დაკავებული იქნება საჯარო სფეროში კორუპციის და სხვა მსხვილი დანაშაულობების შემთხვევებით, რომელშიც მაღალი რანგის ოფიციალური პირები იქნებიან გარეული. ამის შესახებ განაცხადა ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰანიფ ათმარმა. ნაბიჯი მოჰყვა საერთაშორისო კრიტიკას და მოთხოვნას ავღანეთის მთარობისგან, მეტი გაკეთოს კორუპციასთან ბრძოლის საქმეში. ახალი ჯგუფი გენერალური პროკურატურის ნაწილი იქნება. ახლად შექმნილი ჯგუფის პროკურორები ევროკავშირის საპოლიციო მისიამ, ასევე ბრიტანეთმა და აშშ-მა მოამზადეს.
XS
SM
MD
LG