Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობა მოზარდების დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოწოდებით გამოდის


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტურბიორნ იაგლანდმა და ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუელ ჟბოგარმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ისინი სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ იქნენ განთავისუფლებული ცხინვალის მიერ დაკავებული, სოფელ ტირძნისის მცხოვრები მოზარდები. "ღრმად შეშფოთებული ვართ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მოზარდების ხანგძლივი დაკავების გამო. ევროპაში არსად შეიძლება იმის დაშვება, რომ მოზარდები პოლიტიკის ან უსაფრთხოების საკითხების მოგვარების მიზნით იყვნენ დაკავებული", ნათქვამია ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობის განცხადებაში. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს კვლავ მოუწოდა, რომ ცხინვალის რეგიონში დაკავებული ტირძნისელი მოზარდების გასათავისუფლებლად უფრო აქტიურად იმოქმედონ.
XS
SM
MD
LG