Accessibility links

სიამის ტყუპების დაშორების ოპერაცია წარმატებით მიდის


ავსტრალიელმა ექიმებმა წარმატებით დააშორეს ერთმანეთს ბანლგადეშელი სიამის ტყუპები, რომლებიც თავებით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ოპერაციას 16 კაცისგან შემდგარი გუნდი 24 საათზე მეტ ხანს ატარებდა. მელბურნის ბავშვთა საავადმყოფოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი წლის ტრიშნამ და კრიშნამ ოპერაცია ”ძალიან კარგად” გადაიტანეს. გოგონები ხელოვნურ კომაში არიან, მათ კიდევ უნდა ჩაუტარდეთ რეკონსტრუქციული ქირურგიის რთული და გრძელი ოპერაცია. ტყუპები ბანგლადეშის ბავშვთა სახლში გარდაუვალი სიკვდილისგან ორი წლის წინ დაიხსნეს. სპეციალისტები ოპერაციის წარმატების 25 პროცენტიან შანსს წინასწარმეტყველებდნენ.

XS
SM
MD
LG