Accessibility links

logo-print

ინა გუდავაძე: ჩემს წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება


ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო დროს, ქართულ მედიაში, ”საეჭვო ინტენსიურობით ვრცელდება დეზინფორმაცია” მის შესახებ. ”ხაზგასმით ვაცხადებ, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ჩემს წინააღმდეგ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული და არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის (ან რომელიმე სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის) არ მიმიმართავს დახმარებისთვის.” - ნათქვამია ინა გუდავაძის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG