Accessibility links

ჩინეთის პრეზიდენტი ობამასთან შეხვედრით კმაყოფილია


ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინ ტაომ დღეს თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ”გულწრფელი, კონსტრუქციული და ნაყოფიერი მოლაპარაკებების” შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით შეხვედრისას გადაწყდა, რომ ორი ქვეყანა გააძლიერებს დიალოგს მაკროეკონომიკურ საკითხებზე და გადაჭრის ეკონომიკურ და სავაჭრო უთანხმოებებს. ჰუ ძინ ტაომ თქვა, რომ ორმა ქვეყანამ მიაღწია ”ფართო კონსენსუსს” პროტექციონიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით, ასევე მომავალი ფინანსური კრიზისების თავიდან ასაშორებლად.

XS
SM
MD
LG