Accessibility links

ქართული ასეული ავღანეთში გაემგზავრა


საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული ავღანეთში გაემგზავრა. ქართველი სამხედროები განლაგდებიან ქაბულში, სადაც ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში იქნებიან. თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშვიდობო ოპერაციებს დაუბრუნდნენ. თებერვალში ავღანეთში შეიარაღებული ძალების ბატალიონიც გაემგზავრება
XS
SM
MD
LG