Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო ნიქოზში ორი დღეა სროლის ხმა ისმის


ბოლო ორი დღეა გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზში სროლის ხმა ისმის. ნიქოზელები ამბობენ, რომ ცხინვალიდან ორი დღის წინ გაისმა ყველაზე ხშირი სროლის, მოგვიანებით კი ძლიერი აფეთქების ხმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სახლი აფეთქდა. ნიქოზის რწმუნებულის გიორგი დევიძის თქმით, სროლა ავტომატური იარაღიდან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. სროლის შედეგად არავინ დაზარალებულა. დევიძისთვის უცნობია, რა მიზნით ისროდნენ რუსული და ოსური შეიარაღებული დაჯგუფებები ცხინვალში.
XS
SM
MD
LG