Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთსა და სლოვაკეთში "ხავერდოვანი რევოლუციის" მე-20 წლისთავს აღნიშნავენ


ჩეხეთსა და სლოვაკეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების მე-20 წლისთავს აღნიშნავენ. მასობრივმა საპრეტესტო გამოსვლებმა, რომელთაც არაძალადობრივი მეთოდების გამო შეერქვა „ხავერდოვანი რევოლუცია“, ბოლო მოუღო მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის მმართველ კომუნისტურ რეჟიმს. 1989 წლის 17 ნოემბერს პრაღაში დაარბიეს სტუდენტების მშვიდობიანი დემონსტრაცია. ამას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები. წლის ბოლოსთვის ბოლო მოეღო ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტების 40-წლიან მმართველობას. დღეს ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა და პრემიერ-მინისტრმა იან ფიშერმა ყვავილების გვირგვინებით შეამკეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა მემორიალი. 1993 წლის დასაწყისში ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად დაიშალა ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებად.
XS
SM
MD
LG