Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის დონე საქართველოში მცირედით შემცირდა


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დღეს გამოქვეყნებულ პრესრელიზში მოჰყავს მაჩვენებლები, რომლებიც საქართველოს ეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსში“. საქართველოს შესახებ ინფორმაცია, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული ინდექსი მოიცავს, ეყრდნობა ექვსი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის და ფინანსური ინსტიტუტის მიერ 2008-2009 წლებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს. 180-ქვეყნიან სიაში საქართველოს 66-ე ადგილი აქვს მიჩენილი, მას 4,1 ქულა ერგო, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია გასული წლის 3,9-თან შედარებით. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პრესრელიზში ვკითხულობთ, კვლევის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საქართველოს ქულის ზრდის მიზეზებს შორის არის კორუმპირებული მოხელეების გახმაურებული დაპატიმრებები, საჯარო მოსამსახურეების ხელფასების გაზრდა, ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობის შემცირება და ზოგადად, ბიზნეს-კანონმდებლობის დახვეწა და ეკონომიკური მართვის სისტემის გაუმჯობესება. შედარებით უარყოფითად ფასდება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, საჯარო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის ხარისხი, კონკურენციის სისტემა, საკუთრების უფლების დაცვა და ხელისუფლების ზედა დონეზე არსებული კორუფციის შემცირება.
XS
SM
MD
LG