Accessibility links

logo-print

აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ უთანხმოებების მიუხედავად


აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა დღეს განაცხადეს, რომ გადაწყვიტეს ითანამშრომლონ მსოფლიოს ყველაზე მწვავე პრობლემებზე, მიუხედავად არაერთ საკითხზე უთანხმოებისა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პეკინში პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, მხარეები აპირებენ მუშაობას ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებში დაძაბულობის მოსაგვარებლად. ირანთან დაკავშირებით, ობამამ განაცხადა: „ჩვენ შევთანხმდით, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დაარწმუნოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი და გამჭვირვალეა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს ორ ქვეყანასა და დანარჩენ პარტნიორებს შოსრი ერთსულოვნება რჩება. ირანს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს, დემონსტრირება მოახდინოს იმისა, რომ მშვიდობიანი მიზნები აქვს, მაგრამ თუ ის არ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, ეს უშედეგეოდ არ ჩაივლის.“ ირანთან დაკავშირებით განცხადება, ბარაკ ობამასთან ერთად, გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტმაც. მისი თქმით, კრიზისი „დიალოგით და მოლაპარაკებებით“ უნდა მოგვარდეს. ობამამ განაცხადა ასევე, რომ ჩინეთის ლიდერებს მოუწოდა, დაიწყონ მოლაპარაკება დალაი ლამასთან - ტიბეტელების სულიერ ლიდერთან, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს და რომელსაც ჩინეთის მმართველი კომუნისტური რეჟიმი სეპარატისტად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG