Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ სტრასბურგს მიმართა


დაკავებული ტირძნისელი მოზარდები
დაკავებული ტირძნისელი მოზარდები
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ოთხი მოზარდის გასათავისუფლებლად საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინათინ ბურჯალიანის განცხადებით, საქართველო ითხოვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაავალდებულოს რუსეთი, რათა მან მოზარდები დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს.

ბურჯალიანის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ შარშან, აგვისტოში გამოტანილი შუალედური განაჩენით, რუსეთს დაავალა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე და მისი შინაარსის მიუხედავად, თავი შეიკავოს მოქმედებებისგან, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს არღვევს.
XS
SM
MD
LG