Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დელეგაცია საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


აშშ-ის ოფიციალური დელეგაცია საქართველოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის წევრებთან, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მაიკლ პოზნერთან და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თინა ქეიდენაუსთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი. საუბრის შემდეგ „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევას და დიდ ყურადღებას უთმობს საარჩევნო სისტემას. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, ნინო ბურჯანაძის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თუ მედია არ იქნება თავისუფალი და არ მოხდება პოლიციის დეპოლიტიზება, აზრი არ ექნება საარჩევნო სისტემის ცვლილებას. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი თარგამაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესში შექმნილ მდგომარეობასაც.
XS
SM
MD
LG