Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა ძალაში დატოვა ზომა, რომელიც ბელორუსიის ლიდერებზე ვიზების გაცემას ეხება


ევროკავშირმა დღეს ძალაში დატოვა ზომა, რომელიც ითვალისწინებს ბელორუსიის ლიდერებისთვის შეზღუდული სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას. ამასთან, ბრიუსელში უარი თქვეს ბელორუსიის ლიდერების წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაუქმებაზე პოლიტიკური რეფორმების გზაზე ბელორუსიაში არასაკმარისი წინსვლის გამო. ევროკავშირმა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასა და ათობით სხვა ოფიციალური პირისთვის ვიზებზე უარის თქმა გადაწყვიტა ბელორუსიაში 2006 წლის, ევროკავშირის შეფასებით, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. აკრძალვა დროებით გაუქმდა 2008 წლის ოქტომბერში რეფორმების წასახალისებლად. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ვიზების აკრძალვის გაუქმება ძალაში რჩება 2010 წლის ოქტომბრამდე დემოკრატიული რეფორმების წახალისების მიზნით. ევროკავშირის შეფასებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამ გააუმჯობესა ბელორუსია-ევროკავშირის თანამშრომლობის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG