Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე გამსახურდიას ლიკვიდაციით დაემუქრნენ


ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა დამდგენი დროებითი კომისიის თავმჯდომარეს კონსტანტინე გამსახურდიას და კომისიის სხვა წევრებს ლიკვიდაციით დაემუქრნენ - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიას თანაშემწემ მირიან პატარკაციშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, გამსახურდიას სატელეფონო საუბრისას დაემუქრა უცნობი მამაკაცი, რომელმაც კომისიის საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვა. პარტია „თავისუფლება“ მუქარას უკავშირებს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ ნინუას მკვლელობას და აცხადებს, რომ ნინუა კომისიისთვის საინტერესო მასალების მიწოდებას აპირებდა. პარტია ანონიმური სატელეფონო ზარის გამო, გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ მუქარის და შანტაჟის მიუხედავად, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა დამდგენი კომისია საქმიანობას არ შეწყვეტს.
XS
SM
MD
LG