Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთები არჩევნების ბოიკოტით იმუქრებიან


ქურთების პოლიტიკური ლიდერები დღეს დაიმუქრნენ, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ ერაყში იანვრის საყოველთაო არჩევნებს, თუ ქურთების რეგიონს მეტი საპარლამენტო მანდატი არ ერგება. ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტ მასუდ ბარზანის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კანონით განსაზღვრული წესი, რომელიც საპარლამენტო მანდატების განაწილებას ეხება, უსამართლოა ქურთების მიმართ და სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, ქურთები, სავარაუდოდ, ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს. ერაყელმა პარლამენტარებმა ერთი კვირის წინ იზეიმეს არჩევნების ჩასატარებლად საკვანძო მნიშვნელობის საარჩევნო კანონის მიღება. მაგრამ ქურთების ახალმა მოთხოვნამ, ერაყის სუნიტი ვიცე-პრეზიდენტის ვეტოთი მუქარასთან ერთად, შესაძლოა, კენჭისყრა ჩაშალოს.
XS
SM
MD
LG