Accessibility links

logo-print

ირანის ხელისუფლებამ 5 ადამიანი სიკვდილით დასაჯა


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა 5 ადამიანი ივნისში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ არეულობაში მონაწილეობისთვის. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული 5 პირი ”ტერორისტებად და ოპოზიციის შეიარაღებული ჯგუფების წევრებად” სახელდება. ასოშიეიტედ პრესის თანახმად, ირანის ხელისუფლებამ აღნიშნული ხუთის გარდა იგივე ბრალდებით კიდევ სულ ცოტა სამი ადამიანი დასაჯა სიკვდილით.
XS
SM
MD
LG