Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს პრეზიდენტი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება


აშშ პრეზიდენტი ჩინეთის დედაქალაქში ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს შეხვდება. დღის წესრიგში ეკონომიკური საკითხები და ვაჭრობა იქნება. გუშინ ობამა პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე კლიმატის ცვლილების, ჩრდილოეთი კორეისა და ირანის ბირთბული პროგრამების საკითხებში. ობამამ განაცხადა აგრეთვე, რომ თავის ჩინელ კოლეგასთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი წამოწია. ეს ობამას ჩინეთში პირველი ვიზიტის მესამე და დასკვნითი დღეა.
XS
SM
MD
LG